Logo

სალომე ზურაბიშვილი – ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

პოლიტიკა
437
Frontnews image description

ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის მიღებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.

 

“ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

 

მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან”, – წერს ზურაბიშვილი. 

 

ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას 495-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები