Logo

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესაუბრა

პოლიტიკა
1115
Frontnews image description

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ესაუბრა.

“საქართველოს პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისათვის ბრძოლაში.

მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე,  პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები