სალომე ზურაბიშვილი – გამორიცხული არ არის, რომ მოგვიწიოს გადახედვა რუსეთთან სავიზო რეჟიმის, რომელიც არის საკმაოდ ლიბერალური


ავტორი
Front News საქართველო
გამორიცხული არ არის, რომ საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სავიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.
“რუსი მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის, მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან დღეს გამოწვეული იმ პირობებიდან, რაც არსებობს რუსეთში. ასევე, არიან რუსი მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო შემოდიან საქართველოში. მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმები არის გამოყენებული, არ გაჩნდეს საფრთხე. ამისთვის მგონი, მეტი კომუნიკაციაა საჭირო, მეტი ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა მხრივ, ყველა შესაძლო საფრთხე და ყველა შესაძლო საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ, რომ ყველა ზომაა მიღებული.
ასევე, გამორიცხული არ არის, რომ მოგვიწიოს გადახედვა სავიზო რეჟიმის, რომელიც არის საკმაოდ ლიბერალური დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის გადასაწყვეტი ხელისუფლების მიერ საზოგადოებასთან ერთად, ყველაზე მთავარი ალბათ, ეს არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას, მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი

ირაკლი ზარქუა – რუსეთთან სავიზო რეჟიმი არ საჭიროებს გადახედვას

სალომე ზურაბიშვილი – არ არის საშიშროება, რომ ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდიოდეთ, ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია