სალომე ზურაბიშვილი – გვჯერა, თქვენი მხარდაჭერით ამას გადავლახავთ და ჩვენი საერთო ევროპული მომავალი გაგვაერთიანებს!


ავტორი
Front News საქართველო
გმადლობთ, პრეზიდენტო ანჯეი დუდა საქართველოს გვერდში დგომისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სჯერა, რომ პოლონეთის დახმარებით საქართველო დაძლევს კრიზისს.
“გმადლობთ, პრეზიდენტო ანჯეი დუდა საქართველოს გვერდში დგომისთვის პირადად და პოლონელი ერის სახელით ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით რეპრესიებისა და ტერორის ამ ბნელ საათებში. გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ქართველები ამას გადავლახავთ და ჩვენი საერთო ევროპული მომავალი გაგვაერთიანებს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტისას საფრანგეთის, ამერიკისა და პოლონეთის პრეზიდენტებს შეხვდა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი