სალომე ზურაბიშვილი – იმედს ვიტოვებ, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური სიტუაცია და არა მხოლოდ შეცდომები

ავტორი
Front News საქართველო
იმედს ვიტოვებ, ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური სიტუაცია და არა მხოლოდ შეცდომები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის პირველი შეფასება კრიტიკული იქნება.
“კომისიის პირველი შეფასება, ალბათ, იქნება კრიტიკული ზოგ ასპექტებზე, მაგალითად, სასამართლო რეფორმაზე, იმ ყველაფერზე, რაც ჩაწერილი იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, ამაზე შეიძლება იყოს კრიტიკული.
მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული ევროპული საბჭოს მიერ, უფრო გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური სიტუაცია და არა მხოლოდ ის შეცდომები, ზოგადად იქნება საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ დღეს. ის ფაქტი, რომ მოსახლეობა მთლიანად არის მიმართული ევროპისკენ, ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე, არ შეიძლება მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ. არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ბევრი სიტყვიერი თუ საქმით შეცდომების მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებული იქნება უფრო მაღალ დონეზე და უფრო შორსმჭვრეტელი. დიდი ინტერესი არის ამ რეგიონის მიმართ“, – განაცხადა პრეზიდენტმა „პალიტრანიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




