Logo

სალომე ზურაბიშვილი – იქ რომ არ ყოფილიყო ერთად მდგარი საქართველო, არაფერი არ მოჰყვებოდა იმ 9 აპრილს

პოლიტიკა
09.04.2023 / 13:02
Frontnews image description

9 აპრილი ასევე არის ყველა ჩვენი ბრძოლის და ომის გაერთიანება, სადაც ქართველები თავიანთი იდენტობისთვის, ენისთვის, რწმენისთვის და მომავლისთვის იბრძოდნენ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

“9 აპრილი რა არის ჩვენთვის? ეს არის, პირველ რიგში, სიმბოლო სწორედ გამარჯვებისა უფრო მეტად, ვიდრე ტრაგედიისა და ამიტომ, უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ, იმის მიუხედავად, რომ მართლაც ტრაგედია იყო და ქალების წვლილი ამ ტრაგედიაში, სამწუხაროდ ,დიდი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მაშინ რუსის ჩექმამ და რუსის სისასტიკემ, პირველ რიგში, მიზნად აიღო ქალები. ეს გამარჯვება არის ყველასი, იმიტომ, რომ 9 აპრილი არის სიმბოლო ერთიანობის, ერთობის, იქ რომ არ ყოფილიყო ერთად მდგარი საქართველო, არაფერი არ მოჰყვებოდა იმ 9 აპრილს.

 

ერთად მდგარი რომ იყო, ეს მიხვდა ზვიად გამსახურდიამ და ამიტომ იყო რეფერენდუმი 31 მარტს, რომელიც ასევე ჩვენი ერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია და ამას მოჰყვა მეორე 9 აპრილი და დამოუკიდებლობის აქტი და ამას მოჰყვა 26 მაისი და აღდგენა ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის, აღდგენა იმით, რომ სამართალმემკვიდრედ იქნა ცნობილი პირველი რესპუბლიკისა და ამით გავაუქმეთ 70 წელი მონობისა, გავაუქმეთ, მაგრამ არ დავივიწყეთ.

 

არ დავივიწყეთ, იმიტომ, რომ 9 აპრილი ასევე არის ყველა ჩვენი ბრძოლის და ომის გაერთიანება, სადაც ქართველები თავიანთი იდენტობისთვის, ენისთვის, რწმენისთვის და მომავლისთვის იბრძოდნენ. ჩვენ როცა ვიხსენებთ 9 აპრილს, ერთად გავიხსენოთ ყველა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Advertisement