სალომე ზურაბიშვილი – კიდევ ერთი ძალადობრივი ღამე თბილისში, არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“საქართველო აპროტესტებს: კიდევ ერთი ძალადობრივი ღამე თბილისში. არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა გააჩუმოს ქართველები, რომლებიც თავიანთი კონსტიტუციური, ევროპული არჩევანისთვის მტკიცედ დგანან”, – წერს ზურაბიშვილი.
პარლამენტთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. სპეცსაშუალებების გამოყენების შედეგად არიან დაშავებულები. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ასზე მეტი ადამიანი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს