Logo

სალომე ზურაბიშვილი - კვირას ყველანი ერთად დავდგებით და დავანახებთ, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა

პოლიტიკა
155
Frontnews image description

კვირას ყველანი ერთად დავდგებით და დავანახებთ, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, ეს საზოგადოება, წინააღმდეგობა - ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 29 ივნისს ყველა ერთად უნდა დადგეს.

"ეს კვირა ალბათ, ყველასთვის ძალიან მძიმეა, ერთ კვირაში ამდენი პოლიტიკური პატიმარი არა თუ საქართველოში, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს, მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გავჩერდეთ. პირიქით, ის რაც ხდება, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ვართ უფრო ძლიერი. ის ფაქტი, რომ პლატფორმის ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს, თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა, ამიტომ პასუხი იმაზე, რაც ხდება, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ და ეს ნიშნავს ერთი ნაბიჯი წინ, ერთობაში. ამის საშუალება გვეძლევა კვირას, 20:00 საათზე, რომ ყველანი გამოვიდეთ. ეს ის დღეა, როცა უნდა გამოვიდეთ ყველანი ერთად - მშობლები, აქტივისტები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტში - ყველანი ერთად დავდგებით და დავანახებთ, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, ეს საზოგადოება, წინააღმდეგობა - ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

29 ივნისს რუსთაველზე აქცია "საქართველო დადექი" გაიმართება.

Advertisement