Logo

სალომე ზურაბიშვილი ლონდა თოლორაიას შეხვდა

პოლიტიკა
1011
Frontnews image description

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსს ლონდა თოლორაიას შეხვდა.

 

ლონდა თოლორაიას თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად შესრულების მნიშვნელობასა და “ეროვნული თანხმობის” პროცესში მათ ჩართულობას შეეხო. 

 

“ვისაუბრეთ იმაზე, თუ ამ პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა, როლი და მათთვის დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულება.  ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე დგას, მათ შორის უწყებებთან კოორდინაციის კონტექსტში. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ამ პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქნება აქტიურად ჩართული”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

 

კითხვაზე, განიხილეს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში არსებული უფლებადარღვევების საკითხი, თოლორაიამ აღნიშნა,  რომ საუბარი ზოგადი იყო, რადგან მიმდინარე გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები