სალომე ზურაბიშვილი – მადლობელი ვართ პარტნიორების, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციაში დაგვეხმარნენ


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში დახმარებისთვის პარტნიორ ქვეყნებს მადლობას უხდის.
“ყველა ქართველი ქაბულიდან უსაფრთხოდ მოემართება სახლისკენ. მადლობელი ვართ ჩვენი ბრიტანელი, თურქი და ამერიკელი პარტნიორების, რომლებიც მათ ევაკუაციაში დაგვეხმარნენ. ჯერ კიდევ შემაშფოთებელი ვითარებით, სოლიდარობას გამოვხატავ ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ევაკუაციის პროცესს ახორციელებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს