სალომე ზურაბიშვილი – მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, არსად დაკარგულა


ავტორი
Front News საქართველო
მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას.
“ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება – არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება.
ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ; ჩვენ გვყავს ის პარტნიორები, რომლებიც უნდა გვყავდეს; ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებს და ვიცით ასევე ჩვენი წარსულის და ჩვენი ძეგლების ფასი; ვიცით სად ვიყავით, სად ვართ და სად მივდივართ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ლავროვის განცხადებით, ის, რაც საქართველოში ხდება, ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა.
“რაც ხდება საქართველოში, არის მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგება, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის და ეროვნული კულტურის ერთი და იგივე ღირებულებები, რომელიც ჩამოირეცხება, წაიშლება და დაიმსხვრევა ე.წ. წესებით, რომლებსაც დასავლეთი ყველას უწესებს – პირველ რიგში ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ აწყობთ, მათ ასევე არ აკმაყოფილებთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი დაწესება. ქართველი ხალხი ძალიან ზედმიწევნით იცავს თავის ისტორიას და სწორედ ამისთვის იღებს დასავლეთის ქვეყნებისგან ასეთ საყვედურებს”, – განაცხადა ლავროვმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს