
ავტორი
Front News საქართველო
მე ვერ ვიქნები საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი. ორი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული, ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ საკითხს, საქართველოს მთავრობა გრძნობს პასუხისმგებლობას და პრინციპებზე საუბარი არ არის იოლი დასაბალანსებლად, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ს ჟურნალისტის კითხვას საქართველოს პარლამენტის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ.
“მე ვერ ვიქნები პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი. უკვე ვახსენე, რომ ორი ტერიტორია გვაქვს, რომელიც ოკუპირებულია. ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ საკითხს, ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთსა და ცხინვალში, რომლებიც ქართულ ენასთან და სხვა ქართულ რეალობასთან წვდომას ვერ ახორციელებენ, აფხაზურ ენაზე ვერ ახორციელებენ ურთიერთობას.
აქტიური საქმიანობა მიმდინარეობს ორივე ტერიტორიაზე, სამხედრო შენაერთებია. ეს ანექსიის მიმართულებით მიდის, მაგრამ მთავრობა პასუხისმგებელია, გრძნობს პასუხისმგებლობას და პრინციპებზე საუბარი, ეს არ არის იოლი დასაბალანსებლად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს