
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!
მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეების წახალისება”, – წერს ზურაბიშვილი.
კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ეროვნული ბიურო ხატიაშვილების ოჯახს ასახლებს. კორპუსის შესასვლელი რკინის კარი პოლიციამ სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა.
ოჯახის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს, აქტივისტებსა და ბიუროს წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ ოჯახი მზადაა დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს