
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებს, გაითვალისწინოს, რომ ქართველი ხალხი ხანგრძლივი გზის აღიარებას იმსახურებს.
მისივე თქმით, ხვალვე პირდად მიმართავს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თითოეულ მეთაურს და წარუდგენს არგუმენტებს, რატომ იმსახურებს საქართველო სტატუსის მიღებას.
“მივმართავ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს სათქმელი გადამწყვეტი სიტყვა კომისიის რეკომენდაციის დასრულებისთვის და მოვუწოდებ, რომ საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის, რომლის ჯარისკაცები ქალბატონი ურსულას თავდაცვის მინისტრობის დროს გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგა ავღანეთში, გაითვალისწინოს ის, რომ ეს ხალხი იმსახურებს 30-წლიანი და კიდევ უფრო ხანგრძლივი გზის აღიარებას და ეს დღე ახლა დგება.
ხვალვე პირადად მივმართავ პერსონალური წერილით ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თითოეულ მეთაურს და წარვუდგენ ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მისი დატოვება გზის მიღმა საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს