Logo

სალომე ზურაბიშვილი - მმართველობა შიშით, რუსული გზით!

პოლიტიკა
130
Frontnews image description

ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოძიების ქვეშაა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ციხეში არიან. მმართველობა შიშით, რუსული გზით!, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოში ტერორი და რუსული მმართველობაა.

"ტერორი საქართველოში, რუსული მმართველობა საქართველოში: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ბ. ივანიშვილის მარჯვენა ხელი, დღეს დილით დააკავეს. ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოძიების ქვეშაა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ციხეში არიან. მმართველობა შიშით, რუსული გზით!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები