Logo

სალომე ზურაბიშვილი – ნიკა გვარამის დაკავების გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკურად დროული

პოლიტიკა
1282
Frontnews image description

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, „რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო“, არ იყო პოლიტიკურად დროული. ამის შესახებ პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

“ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და მე, არ მაქვს უფლება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მქონდეს შეფასება. მე არ შეიძლება როგორც პრეზიდენტი, რომ ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. პოლიტიკურად ამ დროს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება, რომ გადავადებულიყო სხვადასხვა ფორმით, პოლიტიკურად მე მიმაჩნია, რომ არ იყო დროული. შინაარსზე სასამართლოს გადაწყვეტილების არაფერს ვიტყვი. ვიცით, რომ იყო სასჯელის სხვა ვარიანტები, ვიდრე ის, რაც იყო მიღებული, მაგრამ ამაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები