
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლაფ შოლცს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
“გულწრფელად ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ოლაფ შოლცს, რომელმაც გერმანიის კანცლერის მოვალეობების შესრულება დაიწყო. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი კავშირები განვამტკიცოთ და ევროინტეგრაციისკენ მიმავალი საქართველოს ურყევი გზა გავაძლიეროთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
დღეს ბუნდესტაგმა გერმანიის ახალ კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩია. ოლაფ შოლცის კანდიდატურას მხარი 395-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს