
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საუბრის ძირითადი თემა კანდიდატის სტატუსი იყო.
“ძირითადი საუბარი იყო ევროპული სტატუსი და ის, რომ ამ მიმართულებით რას აპირებს პრეზიდენტი. ის აპირებს, რომ დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი საკუთარი მანდატის ფარგლებში და ის ამისთვის გააკეთებს ყველაფერს. არ გამოვრიცხავ, რომ ვიზიტებში ისევ წავიდეს, რადგან ევროპული სტატუსის დაცვა ნიშნავს კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს