სალომე ზურაბიშვილი - "ოცნება" ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა პროტესტის რიგებში


ავტორი
Front News საქართველო
შიშის დანერგვას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.
"რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს: პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად.
ომის შიშის დანერგვის შემდეგ, "ოცნება" ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად.
ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში.
ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად.
ეს ხომ რეჟიმის უუნარობის ნიშანია, რომელიც თავის თავში, ვეღარ პოულობს ქვეყნის მართვის რესურსს, მხოლოდ ძალადობა, რეპრესიები და შიში დარჩათ ხელში.
აგონია!!! აგონიაა აბა რა, როცა ქალ პოლიტიკოსს იჭერენ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო.
უდანაშაულო მზიას, ნინოს, ელენეს სოლიდარობა და სოლიდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს!" - წერს ზურაბიშვილი.
საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, მათ რამდენიმე ადამიანი დაესხათ თავს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათივე თქმით, ერთს ცეცხლსასროლი იარაღი ამოუვარდა, ერთს კი დანა ჰქონდა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს