
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც დღეს მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში.
პარიზის მშვიდობის ფორუმის ოფიციალურ ცერემონიას გახსნის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 53 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის: ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანნესსონი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, სლოვენიის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღესვე სიტყვით გამოვა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე “საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ (Preserving International Cooperation in the Age of Unpeace).
პანელის მუშაობაში სალომე ზურაბიშვილი ჩაერთვება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან და ევროპული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან მარკ ლეონარდისთან ერთად და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
ზურაბიშვილი დაესწრება ასევე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელით პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს