სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკურმა ლიდერებმა მოსამართლეებს საჯაროდ მისცეს დავალება, რუსული ტიპის "სამართლიანობა"

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენების გამოტანას პარალელური სასამართლო პროცესების სერიაში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"არანაირი მტკიცებულება, არანაირი დამაჯერებელი ბრალდება და პოლიტიკურმა ლიდერებმა მოსამართლეებს საჯაროდ მისცეს დავალება. რუსული ტიპის „სამართლიანობა“! - წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესს ესწრება.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




