Logo

სალომე ზურაბიშვილი – პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს

პოლიტიკა
1403
Frontnews image description

არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ხან ევროპის კომისიას, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

“ახლა იწყება ძალიან სერიოზული მომენტი. ერთ კვირაში ჩატარდება ასოცირების საბჭო, სადაც პრემიერი იქნება მიწვეული და ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა ზაფხულის, რეკომენდაციების მერე. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი, ჩემთვის უცნაურია, რომ ხელისუფლებიდან, მთავრობიდან არავინ ჩასულა ბრიუსელში, რომ ამ 12 რეკომენდაციებზე პირველადი გასაუბრება მაინც ყოფილიყო. შეიძლება, ყველაფერი არ იყოს იმ ფორმით მისაღები, რეალისტური, შეიძლება, რაღაც არის გადასახედი. ჯერჯერობით არის იმ დღეში ეს რეკომენდაციები, რომელიც თითქოს ისეთი ფორმით იყოს მოწოდებული, რომ ყველაფერი ჩაბეტონებულია, რაც მე ვიცი, რომ არ არის და ყველაფერზე, ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკების ჩატარება. ეს იქნება პირველი საშუალება, რომ რაიმე სერიოზული საუბარი შედგეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ეს მომენტი არ შეიძლება, დაიკარგოს. ძალიან ნათელი ნაბიჯებია გადასადგმელი პრემიერისთვის, მთავრობისთვის და უმრავლესობისთვის და ეს არის ისეთი აუცილებლობა, მეტი რომ არ შეიძლება.

 

პირველ რიგში, პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ხან ევროპის კომისიას და ვაბრალებდეთ ევროპელებს თუ სხვა პარტნიორებს, ვითომ მათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ, არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ეს. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც მგონი, საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. 

 

ცოტა მოვიდეთ გონზე, არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება. არ ვიცი, ამით ვინმე თუ ფიქრობს, რომ საზოგადოებას რამენაირად შეუცვლის აზრს. აქ არის საჭირო ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ამ ყველაფრის გამო, სანქციებზე, ომის თემა, რომელიც ძალიან გაუგებარია ყველასთვის, ვინც გარედან გვიყურებს, ეს არის მომენტი, როცა უნდა გაიფანტოს ეს ტყუილები, ეჭვები, ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს რეპუტაციაზე, ნდობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს არის, რაც ევალება პრემიერი, როცა ჩავა ბრიუსელში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები