Logo

სალომე ზურაბიშვილი – “ქართული ოცნების” სასტიკი რეჟიმი სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი

პოლიტიკა
863
Frontnews image description

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება.

“ტერორი საქართველოში: “ქართული ოცნების” სასტიკი რეჟიმი სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი.

წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ – ჟურნალისტების მიმართ სასტიკი ცემა და ძალადობა, რომლებიც უბრალოდ თავიანთ საქმეს ასრულებენ”, – წერს ზურაბიშვილი.

“TV პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე კლინიკაშია გადაყვანილი.

Advertisement