Logo

სალომე ზურაბიშვილი – ქართველები ჯერ კიდევ ელიან, რომ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ზომები იქნება

პოლიტიკა
1160
Frontnews image description

ქართველები ჯერ კიდევ ელიან, რომ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ზომები იქნება. იმედი მაქვს, არ უნდა ველოდოთ კრიზისის გაღრმავებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპამ, პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ქართულ საზოგადოებას.

“ერთი კვირის შემდეგ მე აღარ მექნება დაცვა. ეს არის სიძულვილის კამპანია, მაგრამ მთავარი საფრთხე არჩევნებამდე  გამოაცხადეს, რომ გააუქმებენ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიებს, პირველ რიგში, “ნაციონალურ მოძრაობას”. ქართველები იბრძვიან დღე და ღამე, ევროპა კი ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს.  ქართველები ჯერ კიდევ ელიან, რომ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ზომები იქნება. იმედი მაქვს, არ უნდა ველოდოთ კრიზისის გაღრმავებას, სანამ ევროპა იმოქმედებს და როგორ უნდა იმოქმედოს ევროპამ? –  პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადებით. ჩვენ მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონიდან გვესაჭიროება, იმიტომ რომ პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არ არის მარტო და თქვენ მხარს გვიჭერთ და ეს ევროპარლამენტარებმა გააკეთეს თბილისში ვიზიტის დროს, ეს გახლდათ ემანუელ მაკრონის ძლიერი გზავნილი, რომელიც ამას გულისხმობდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები