Logo

სალომე ზურაბიშვილი – ქართველი ხალხი არ შეშინდება

პოლიტიკა
433
Frontnews image description

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხისადმი ემანუელ მაკრონის მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საფრანგეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის.

“ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი ევროპაა, რომელიც არანაირ მანდატს არ აძლევს “ქართული ოცნების” ლიდერებს, რომ გზიდან გადაუხვიონ. გმადლობთ, ქართველი ხალხი არ შეშინდება“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ქართველი ხალხისადმი მიმართვა დღეს გამოაქვეყნა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები