სალომე ზურაბიშვილი – ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, დაინიშნოს ახალი არჩევნები


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, დაინიშნოს ახალი არჩევნები, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“ჩვენ დავსახეთ დღეს ერთგვარი შეტევის სტრატეგია, სადაც ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, აქ შიგნით სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცბად დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე, ეს არის სიახლე ეუთოს დასკვნის შემდეგ, რომ აქ დიდი დრო აღარ არის. დიდი დრო მით უმეტეს აღარ არის, რომ თვითონ “ქართული ოცნება” არის გადასული ძალიან აჩქარებული ტემპით, ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, იმისთვის რომ არ ჩამოიშალოს მთლიანად მისი სისტემა. სანამ ჩამოიშლება მთლიანად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ხვალ, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
“მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ, ხალხთან ერთად, 9 საათზე გამოვალ სიტყვით იმისთვის, რომ ყველამ ერთად, იმ ადამიანებთან, რომლებიც ამდენი დღეა, მართავენ პროტესტს სხვადასხვა ფორმით, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ის, რომ არჩევნების გარეშე არაფერი არ იქნება. ხვალ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიქნებით კიდევ უფრო მეტნი, რაც ვართ და ვიქნებით ყოველდღიურად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს