სალომე ზურაბიშვილი - ყველა პროვოკაციაზე უარს ვამბობთ, ეს უნდა იყოს სახალხო ზეიმი, არის სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმილი


ავტორი
Front News საქართველო
არის სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმილი და ერთ-ერთი იქნება პოლიტიკური, სადაც იქნება ჩემი სიტყვა, იქნება ჩვენი უცხოელი მეგობრების ზოგის დისტანციურად და ზოგის ადგილზეც, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 26 მაისის ღონისძიება დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
"ჩვენი პლატფორმის ინიციატივა იყო, რომ 26 მაისისთვის შეიქმნას ფორმატი, სადაც ყველა შევა, სადაც ჩვენც ვიქნებით და აბსოლუტურად ყველა იყოს წარმოდგენილი და შევჯერდეთ სხვადასხვა ინიციატივებზე, რომ ერთმანეთს არ შევუშალოთ ხელი. ამაზე მიდის მუშაობა და ჩვენ ვრჩებით, როგორც ერთ-ერთი მონაწილე და არა როგორც მთავარი. ორგანიზატორი და მთავარი არის 26 მაისი.
ზეიმი იქნება 26 მაისს, ძალიან ბევრი რამ იგეგმება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაიწყოს დღის მეორე ნახევარში, რომ არ იყოს რაიმე პროვოკაციის საშუალება. ძალიან აწყობს "ოცნებას" პროვოკაცია, სურთ შეიქმნას ვითარება, სადაც იქნება შეჯახება. მათ სურთ აჩვენონ, რომ არსებობს ორი საქართველო, რაც ჩემი აზრით, არ არსებობს, არსებობენ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, "ოცნების" პასიური მომხრეები. მე ვთვლი, რომ მათ ვესაუბროთ და არ დავეჯახოთ. ყველა პროვოკაციაზე უარს ვამბობთ, ეს უნდა იყოს სახალხო ზეიმი. არის სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმილი და ერთ-ერთი იქნება პოლიტიკური, სადაც იქნება ჩემი სიტყვა, იქნება ჩვენი უცხოელი მეგობრების ზოგის დისტანციურად და ზოგის ადგილზეც", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა