სალომე ზურაბიშვილი - ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩავიბაროთ 26 მაისი


ავტორი
Front News საქართველო
დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ ქვეყანას, დამოუკიდებლობას. ამისთვის ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ჯერ 9 მაისს, შემდეგ 26 მაისს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მისმა პლატფორმამ 5 მაისს გადაწყვიტა, რომ 26 მაისის ღონისძიებას ჩაიბარებენ.
"არ შეიძლება, რომ საქართველოდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან "ომის პარტიობას", ხან "დიფ სთეითობას" და ხან რას. ეს მიუღებელია და ეს აქტი არის პასუხი, როგორც მეგობრის. ჩვენ ამ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება. ესაა ჩვენი განაცხადი, რომ დავიბრუნებთ ამერიკულ მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და იმ შესაძლებლობებს, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან და თავისუფალ ვაჭრობას.
უნდა ვიყოთ ყველანი ერთად 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე. 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა რუსიფიკაციას და რაც მთავარია, გუშინ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩავიბაროთ 26 მაისი. ყველა ჩავიბარებთ 26 მაისს. ესაა სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ ქვეყანას, დამოუკიდებლობას. ამისთვის ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ჯერ 9 მაისს, შემდეგ 26 მაისს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – 26 მაისი, მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაულია, ეს დაფიქრების და გააზრების დღეა!

კახა კალაძე – მისასალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ რადიკალებთან ერთად იზეიმებს “ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ უმრავლესობას

სალომე ზურაბიშვილი – იქ რომ არ ყოფილიყო ერთად მდგარი საქართველო, არაფერი არ მოჰყვებოდა იმ 9 აპრილს