Logo

სალომე ზურაბიშვილი – ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებაზე

პოლიტიკა
791
Frontnews image description

ჩვენ აღარ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით,  ვერ ისაუბრებს ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებაზე – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველომ აფხაზებს და ოსებს განვითარების პერსპექტივა თავისი მაგალითი უნდა აჩვენოს. 

 

“ჩვენ აღარ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, დრო და დრო ვამბობთ, რომ მიუღებელია, ის, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ რეალურად გეგმა, თუ როგორ დავძლიოთ, არ არსებობს რეალური გეგმა, სამოქმედო გეგმა და ვერც იქნება. 

 

ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით,  ვერ ისაუბრებს ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებაზე. ეს არის ანა-ბანა. ჩვენც ყველამ კარგად ვიცით უნდა იყოს მაგალითი ძლიერი, გაერთიანებული ქვეყანის,  რომელმაც იცის საითკენ მიდის, რა არის მისი პერსპექტივა, იმისთვის რომ ეს პერსპექტივა დავანახოთ ჩვენ აფხაზ და ოსებს და ვაჩვენოთ, რომ ეს არის ნამდვილი გზა, რომელიც მათაც მისცემს პერსპექტივას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები