სალომე ზურაბიშვილი – რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა


ავტორი
Front News საქართველო
რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, ყოველ შემთხვევაში, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის დადგებოდა, ამას ვერავინ იტყოდა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირში წევრობის განაცხადის კითხვარის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა საქართველოს. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროკომისას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ კიდე უფრო მეტად უნდა ვუმადლოდეთ ამას უკრაინას და უკრაინის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, ყოველ შემთხვევაში, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის დადგებოდა ეს დღე, ამას ვერავინ იტყოდა. ევროკავშირმა, გამომდინარე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან, გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიოროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე, როცა ვიყავი ბრიუსელში და შემდეგ გადავიდა რეალობაში, დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი დღეს გადაეცა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი