Logo

სალომე ზურაბიშვილი - რუსები ბარებში, რესტორნებში, მაღაზიებში დროს ატარებენ და უკვე ისე იქცევიან, როგორც საკუთარ ქვეყანაში

პოლიტიკა
3 საათის წინ / 23:11
Frontnews image description

ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც ერთი ხელით რეპრესიებით და მეორე ხელით გამდიდრებით არიან დაკავებულები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

მისი თქმით, რუსები უკვე ისე იქცევიან, როგორც საკუთარ ქვეყანაში.

"კარფურში შევიარე დღეს. რუსული თუ არ იცი შანსი არაა პროდუქტი ერთი მეორისგან გაარჩიო, ქართული წარწერა არა (თუ არა ზოგან ის ვითომც და შემადგენლობის მატარებელი სტიკერი, რომელსაც ვერცერთი ნორმალურ მხედველობის მქონე ადამიანი ვერ წაიკითხავს).

საკვების ხარისხის კონტროლზე ზედმეტია ლაპარაკი.

ჩაჯდები ტაქსიში და შეგვხდება მძღოლი, რომელმაც არც ენა, არც ქალაქი იცის და რომელსაც ლიცენზიის ვალდებულებას არავინ უწესებს. ტურისტულ გიდებზე ხომ აღარაფერი ითქმის, რუსების და სხვა ეროვნების ხელშია ეს საქმიანობა და საქართველოს ისტორიას თუ ღირსშესანიშნობებს ისინი აცნობენ სხვებს. ჩვენ კულტურისა და ისტორიის სწორ წარდგენაზე ან ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და დასაქმებაზე კი არავინ ზრუნავს.

ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც ერთი ხელით რეპრესიებით და მეორე ხელით გამდიდრებით არიან დაკავებულები. 

რუსები ბარებში, რესტორნებში, მაღაზიებში დროს ატარებენ და უკვე ისე იქცევიან ვით საკუთარ ქვეყანაში. მალე ახლად გაცემულ უვიზო რეჟიმით აქ შემოვლენ იმ ქვეყნების მოქალაქეებიც, ვისთვისაც ევროპის და ამერიკის საზღვრები პრაქტიკულად იხურება. ამ დროს ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც ამ ბოლო წლებში ამდენი ადამიანი გადაარჩინა, განათლება მიაღებინა და საიდანაც იქ წასული ნათესავების გადმორიცხვებით რამდენი ოჯახი ცხოვრობს, ამ ვიზალიბერალიზაციას უპირისპირებენ პატრიოტიზმს!! 

ჩვენს მოქალაქეებს კი ციხე და ჯარიმები, ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები, სამსახურიდან გაგდება, უმუშევრობა ან დაუცველი სამუშაო პირობები, და ყველგან მხოლოდ უსამართლობა! 

ესეც პატრიოტიზმია!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები