Logo

სალომე ზურაბიშვილი – საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია

პოლიტიკა
1476
Frontnews image description

ვაცხადებ, რომ მე მზად ვარ, სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს. იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიბრუნებს საკუთარ როლს, რომელიც დავიწყებული ჰქონდათ, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მოვლენებით ხელისუფლება იმდენად დაბნეულია, რომ არ იცის, როგორ იმოქმედოს.

“ის, რომ ესოდენ დიდი რეაქციაა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებში, არის ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის დადებითი რამ, რისთვისაც უნდა ვიყოთ მადლობელი. ასევე, იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიბრუნებს საკუთარ როლს, რომელიც დავიწყებული ჰქონდათ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება, რომელიც ასეთი ცოცხალია, როგორიც არის დღეს.

აქვე ვაცხადებ, რომ მე მზად ვარ, სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს.

და ბოლოს, კვირა დღეს პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები მხოლოდ იმის მანიშნებელი არის, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია. ისინი არ ელოდნენ ამგვარ პროტესტს. არ იციან, როგორ მართონ ეს პროცესი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები