Logo

სალომე ზურაბიშვილი - ეს თავდასხმები გერმანიაზე და მის წარმომადგენელზე არის სრულიად მიუღებელი, ეს აღრმავებს ჩვენს იზოლაციას

პოლიტიკა
6 საათის წინ / 14:45
118
Frontnews image description

სამარცხვინო სხდომა იყო პარლამენტში და გამოსვლები დიპლომატიური სამსახურის მეთაურებისგან, რომლებმაც წარადგინეს ის ახალი კანონი, რომელიც რეალურად, აწესებს "ქართული ოცნების" ტოტალურ კონტროლს დიპლომატებზე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა იქცევა არაკონსტიტუციურად, ვინც მიჰყვება "ქართული ოცნების" ინსტრუქციებს სხვადასხვა დედაქალაქებში.

"ძალიან მკაცრი რეაქციაა ახალი გერმანული ადმინისტრაციისგან იმის შესახებ, რომ გერმანიის პოლიტიკა შეურაცხყოფილია ამ ხელისუფლების მიერ. ეს თავდასხმები გერმანიაზე და მის წარმომადგენელზე არის სრულიად მიუღებელი, ეს აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც მიზანია ამ ხელისუფლების.

მეორე თემა, რომელიც არ დამთავრებულა არის ფარცხალაძის თემა, რომელიც იდგა 9 მაისს პუტინის გვერდით. ეს იყო საქართველოს გენპროკურორი, რომლის ხელში გადიოდა ყველა ინფორმაცია, ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს არის დიდი პრობლემა.

შეიძლება იმის შემდეგ, რაც ფარცხალაძე რომანოვი გახდა, შეიძლება დასაჭერიც გახდეს, ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენი უსაფრთხოების საკითხები, ის, რომ ეს ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში შემოდის საქართველოში და გადის და არის ამ ურთიერთობაში ოკუპანტი რეჟიმის ლიდერებთან, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის.

მესამე საკითხი ეხება ჩვენს დიპლომატიურ სამსახურს.  სამარცხვინო სხდომა იყო პარლამენტში და გამოსვლები დიპლომატიური სამსახურის მეთაურებისგან, რომლებმაც წარადგინეს ის ახალი კანონი, რომელიც რეალურად, აწესებს "ქართული ოცნების" ტოტალურ კონტროლს დიპლომატებზე, ჩვენს ელჩებზე საზღვარგარეთ. თუ მათ გადაუხვიეს ჩვენს საგარეო კურსს, შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოხსნან, მიუხედავად როტაციისა. ალბათ, საჭიროა, რომ დღეს ყველა მოხსნან, რადგან ყველას გადახვეული აქვს იმ კურსისთვის, რომელიც ასახულია ჩვენს კონსტიტუციაში. ეს კონსტიტუცია ჯერ შეცვლილი არ არის და ყველა იქცევა არაკონსტიტუციურად, ვინც მიჰყვება "ქართული ოცნების" ინსტრუქციებს სხვადასხვა დედაქალაქებში.

მეოთხე - ის, რომ დაიწყო და გრძელდება ახალი ტალღა, რომელიც ეხება პოლიტიკოსებს. ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაიბარონ პოლიტიკოსები და მიეცეთ საშუალება, რომ დააჯარიმონ ან დაიჭირონ. ეს არის ერთ-ერთი რეპრესიების ფორმა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement