
ავტორი
Front News საქართველო
დეპოლარიზაციის მიზნით, მე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე, უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა, გასამდა და დამთავრდა, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
“ეს იყო დეპოლარიზაციის მიზნით. დღეს ამ დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თვითონ ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები. ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს, როცა ნიკა გვარამიას სასამართლო დანიშნეს, რომ ეს რეაქციები იქნებოდა და ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია. რატომ აკეთებ ამას იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზეა მომართული? არანაირად არ იყო საჭირო ეს, ყველამ ვიცით და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს