Logo

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვია

პოლიტიკა
06.03.2023 / 19:49
Frontnews image description

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიუ-იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას სიტყვით მიმართავს, რომელიც ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განთალების საკითხებზე იმსჯელებს.

 

ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ამინა მოჰამედთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან, სიმა სამი ბაჰუსთან, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან, აჰიმ შტაინერთან.

 

ამასთან, პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან, ერიკ ადამსთან.

 

დაგეგმილია ზურაბიშვილის ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს.

 

სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში ჰარვარდის კლუბსაც ეწვეევა, სადაც კლუბის წევრებთან რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ  ვითარებაზე იმსჯელებენ.

Advertisement