
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება.
“საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია!
მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არ ნახულ მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას. გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი”, – წერს ზურაბიშვილი.
საფრანგეთში ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) არჩევნების მეორე ტური დასრულდა. პრორუსი მარინ ლე პენის პარტია დამარცხდა.
Ifop-ის ეგზიტპოლის მიხედვით, მოულოდნელად, პირველ ადგილს არჩევნებში ულტრამემარცხენე “ახალი სახალხო ფრონტი” იკავებს, რომელსაც 180-დან 215-მდე ადგილის მიღება შეუძლია. მეორე ადგილზეა ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო კოალიცია 150-180 მანდატით. ხოლო ლე პენის პარტია უკვე მესამე ადგილზეა და მხოლოდ 120-150 მანდატის იმედი შეიძლება ჰქონდეს.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს