Logo

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში გაემგზავრა

პოლიტიკა
09.11.2023 / 14:40
Frontnews image description

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს “From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle“.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს

 

პარიზის მშვიდობის ფორუმში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.

 

Advertisement