Logo

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

პოლიტიკა
07.12.2024 / 19:57
Frontnews image description

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ზურაბიშვილთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

“მადლობა პრეზიდენტო ზელენსკი ქართველი ხალხის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის – გამარჯვებით დასრულდება – ამას ალტერნატივა არ აქვს”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

Advertisement