სალომე ზურაბიშვილი – საქართველო არასოდეს ეგუება, არასოდეს თმობს, როცა მართალია და მართალია საქართველო და მართალი ხართ თქვენ


ავტორი
Front News საქართველო
სწორედ ანწუხელიძის წინაშე მე ვარ ვალდებული, თქვენ ხართ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არასოდეს ეგუება, არასოდეს თმობს, როცა მართალია.
“მართალია, თქვენ აქ რაღაც 300 კაცი ხართ. მართალია, დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონი, თუ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და თან ორჯერ. მართალია, რომ მე დამპირდნენ, რომ გისოსების უკან ვიქნებოდი მალე, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?! არ გვეშინია იმიტომ, რომ აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ესაა კიდევ ერთი ტყუილი ბევრ ტყუილთა შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება.
დღეს აქ მრავალთა მარშის შუა მოდიოდა ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც იყო ანწუხელიძის მარში და სწორედ ანწუხელიძის წინაშე მე ვარ ვალდებული, თქვენ ხართ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო. ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც ჩვენ აქ ვდგავართ, თორემ არ ვიქნებოდით, საქართველო არ იქნებოდა, მაგრამ საქართველო არასოდეს ეგუება, არასოდეს თმობს, როცა მართალია და მართალია საქართველო და მართალი ხართ თქვენ”, – განაცხადა ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს