სალომე ზურაბიშვილი – საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს.
“პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს.
საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს.
მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ.
ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის მომავალსაც გაიზიარებს!“,- წერს ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




