
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს.
“ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში.
ტერორს და არაჰუმანურობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “ჰამასმა“ აიღო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია და აუცილებლად გაიმარჯვებს.
თავდასხმის შედეგად ამ დროის მონაცემებით დაღუპულია ასი და დაშავებულია ათასამდე ადამიანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს