
ავტორი
Front News საქართველო
საქართველომ იცის, თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი უკვე გადაიხადა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სრულიად მთლიანი ქვეყნის პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინის სოლიდარული.
“საქართველო არის სოლიდარული უკრაინასთან, საქართველომ იცის, თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი 1921 წელს, 2008 და 1992 წელს გადაიხადა. საქართველომ იცის, რომ ჩვენი მომავალ არის ერთი და ამიტომ არის სრულიად მთლიანი ქვეყნის პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინის სოლიდარული, საქართველომ არ შეიძლება, რომ არ დაუჭიროს მხარი თავის შესაძლებლობების ფარგლებში, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ომში და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიურად, სოციალურად და მთელი საზოგადოება და მინდა, რომ ყველა მოგიწვიოთ და ნახოთ, საქართველოს და თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება სოლიდარობა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს