სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მეგობრები გაერთიანდებიან, რათა დავიხსნათ მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხიდან

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის შიმშილობას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“საქართველოს მეგობრები გაერთიანდებიან ჩემთან და ქართველ ხალხთან, რათა დავიხსნათ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხიდან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. მზიას შიმშილობის 20 დღე!!!”, – წერს ზურაბიშვილი.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. ის საპატიმროში მეოცე დღეა, შიმშილობს.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




