
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ჩამოთვლილია, რა გააკეთა საქართველომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.
“საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!“, – წერს ზურაბიშვილი.
“1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას, დახმარება საქართველოში მყოფ ვიზიტორ უკრაინელებს; 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის; თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში; პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები, „საქართველოს ფოსტა“ უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს