
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები. საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის ეკლესიის ეზო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რომ სცემონ.
“საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის ეკლესიის ეზო ან აფთიაქი. რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რომ სცემონ და დააპატიმრონ. რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შსს-მ აქციაზე 43 ადამიანი დააკავა. დაკავების დროს სპეცრაზმელები მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს