ავტორი
Front News საქართველო
საუბარი, რომ არის მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის, არასწორია, რადგან პარტნიორებიდან და ჩვენი მეგობრებიდან, ასეთი მოთხოვნა არ წამოსულა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსაათვის არც რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ამოქმედება მოუთხოვია დასავლეთს.
“საუბარი, რომ არის მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის, ეს არასწორია, რადგან პარტნიორებიდან და ჩვენი მეგობრებიდან, არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა. არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა ძალიან დამაზიანებელი არის ჩვენთვის, ყველასთვის.
ვიცით, რომ მეორე ფრონტის გახსნის არც საშუალება და არც სურვილი არ გვაქვს, რადგან ჩვენ სხვა პოლიტიკა გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და არ არის საჭირო ამ თემით აპელირება და მანიპულირება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს