Logo

სალომე ზურაბიშვილი – საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ აქციებში მონაწილეობენ

პოლიტიკა
638
Frontnews image description

საქართველოში საპროტესტო აქციები ტერორად იქცა. ტერორიზმში ბრალდებულების სავარაუდო სასჯელი – 9 წელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

მისივე თქმით, აკავებენ საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს მხოლოდ იმიტომ, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.

“საქართველოში საპროტესტო აქციები ტერორად იქცა. დაკავებები დაიწყო. საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ. ტერორიზმში ბრალდებულების სავარაუდო სასჯელი – 9 წელია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები