
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯას ეხმაურება.
“შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული.
ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!”, – წერს ზურაბიშვილი.
სოციალურ ქსელში რუსების მიერ უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ვიდეო გავრცელდა. გამოქვეყნებულ კადრებზე უკრაინამ გამოძიება უკვე დაიწყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ კომპეტენტური ორგანოები ადგენენ უკრაინელი ჯარისკაცის ვინაობას, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სიკვდილით დასაჯეს.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს