Logo

სალომე ზურაბიშვილი – შეხვედრას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ატმოსფეროს შექმნა და ახალი განწყობის შემოტანა

პოლიტიკა
1137
Frontnews image description

ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც  ერთად დგომა პოზიტიურია და პოზიტიურად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ აღიქვამს ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა და გააჩერა ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკოსებისთვის გამართულ მიღებაზე განაცხადა.

 

ზურაბიშვილის განცხადებით, განსაკუთრებული მოლოდინი ამ შეხვედრის მიმართ არ უნდა იყოს, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც პოლარიზაციის წინააღმდეგ გადაიდგა. 

 

“მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ მიღებაზე.  ეს არ არის არაჩვეულებრივი შეხვედრა ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მინდა, რომ მოგილოცოთ ყველას დამდეგი შობა-წელი, ამასთან არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ატმოსფეროს შექმნა და ახალი განწყობის შემოტანა.
ჩვენ განწყობის ხალხი ვართ და მნიშვნელვანია, რომ რაღაც ოდენობით მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. ამით ახალი არაფერი არ შემოვა, ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც  ერთად დგომა პოზიტიურია და პოზიტიურად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ აღიქვამს ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა და გააჩერა ჩვენი ქვეყანა.  პრაქტიკულად,  არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია ამ პოლარიზაციის გამო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

მისი თქმით, მას არ აქვს წინასწარი გეგმა და  ეს პროცესი საერთო ჩართულობით უნდა დაიძრას და გამოსავალი მოიძებნოს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები