სალომე ზურაბიშვილი – შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი

ავტორი
Front News საქართველო
შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პარტიების წარმომადგენლებთან წინასაახალწლო შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული თანხმობის პროცესი არ იქნება სწრაფ შედეგზე გათვლილი.
“შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი, ეს იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, მითუმეტეს, როცა წარსულს ეხება, ან აწმყოს. გრძელდება სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მე მირჩევნია, რომ დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი, რადგან ეს უფრო პროცესია ვიდრე შედეგი.
ეს პროცესი რომ წინ წავიდეს, აუცილებელია შედგეს კონსესუსის პლატფორმა, სადაც ერთობლივად, ერთის მხრივ პოლიტიკური პარტიები, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ჯგუფები გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს შემდეგი ეტაპი ამ საუბრების შემდეგ – პროცესი უნდა იყოს უცხოელებთან ერთად თუ ჩვენს მიერ მართული? გამოცდილება გვაქვს და ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი.
ჩვენ ვნახეთ, რომ გარედან რაც უნდა იყოს ძალისხმევა, მონდომება ჩვენი პარტნიორების, მათ არ აქვთ პროცესების “შიგნიდან” გაგება, რომ მართონ ასეთი ძლიერი და ხანძრძლივინ პროცესი.
ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი, ვინც ელოდება ასეთ შედეგებს, არარეალისტურია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




